logo
ENG



"ოცნების" საბჭოთა სტილის პოლიტიკა - ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია

10 ოქტ 202420:59
3 წუთის საკითხავი
 

დაემუქრა თუ არა ოლიგარქს მხილებით ყოფილი პრემიერი. გიორგი გახარია ამბობს, რომ ძალიან სახიფათო ველში შედიან და ბიძინა ივანიშვილს ეროვნული ინტერესების ღალატის გარშემო განმარტებები მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იქნება სხვა ქმედებები. ყოფილი პრემიერი არჩევნების შემდეგ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ლაპარაკობს.

ასე უპასუხა გახარიამ მდინარაძის დღევანდელ ბრიფინგს, რომელსაც დასაწყისშივე ბოდვა უწოდა. მდინარაძემ ერთ დროს საამაყო პრემიერი აგენტად გამოაცხადა, გააკრიტიკა გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრობის დროინდელი სპეცოპერაციები, პრემიერად მის დაწინაურებაზე კი თქვა, რომ ეს იყო „მისი პატრონებისთვის გადახდილი ერთგვარი ხარკი“.


close დახურვა